რეფერირებადი ჟურნალის „შავი ზღვა – DERGI KRADENIZ “ეგიდით გასამართი საერთაშორისო სიმპოზიუმი სოციალურ მეცნიერებებში.

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის DERGİ KARADENİZ (დერგი ქარადენიზ) ეგიდით გასამართ სოციალურ მეცნიერებათა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს:
გიწვევთ საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის DERGİ KARADENİZ(დერგი ქარადენიზ) ეგიდით გასამართ სოციალურ მეცნიერებათა პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად, სიმპოზიუმი ჩატარდება საქართველოს დედაქალაქ თბილისში 2019 წლის 24 – 26 იანვარს. სიმპოზიუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც თეზისების, ასევე მოხსენების სრული ტექსტის წარდგენით. აღნიშნული სიმპოზიუმის ჩატარება დაგეგმილია წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით, პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში.
 
ჟურნალის DERGİ KARADENİZ (დერგი ქარადენიზ) ეგიდით ჩასატარებელი სოციალურ მეცნიერებათა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ღიაა სოციალურ მეცნიერებათა სფეროდან წარმოდგენილ მაღალი ხარისხის აკადემიური ნაშრომებისთვის. ჩვენი მიზანია, დისციპლინთაშორისი აკადემიური თანამშრომლობის განხორციელება, საერთაშორისო დონეზე მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება, საკითხისადმი განხვავებული მიდგომების დემონსტრირება, კვლევის მეთოდების გაღრმავებისკენ მიმართული ხედვების გაზიარება.
 
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით. ხოლო, სრული მოხსენებები, რედკოლეგიის მხრიდან რედაქტირების და თანხმობის შემთხვევაში, დაიბეჭდება „დერგი ქარადენიზ“-ის (DERGİ KARADENİZ) 2019 წლის სპეციალურ ნომერში უსასყიდლოდ.
 
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი DERGİ KARADENİZ (დერგი ქარადენიზ) გამოცემის მე-10 და მე–40 ნომერს ითვლის. იგი აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას სოციალურ მეცნიერებათა განვითარების სფეროში. ჩვენი ჟურნალი ინდექსირებადია International Scientific Index (ISI), Index Copernicus (IC), Central andEasternEuropean Online Library (CEEOL), Ulrich’s Web (UPD), Modern Language Association of America (MLA), Proquest ve ASOS Index– ის მხრიდან.
 
მოხსენებები შეიძლება იყოს წარმოდგენილი შემდეგ სფეროებში: ანთროპოლოგია, დასავლური ენები და ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, გეოგრაფია, თანამედროვე თურქული ენები და ლიტერატურა, ენათმეცნიერება, განათლება, ეკონომიკა, ფილოსოფია, ფინანსები, ჟურნალისტიკა და მედია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამართალი, დაწყებითი განათლება, უმაღლესი განათლება, მენეჯმენტი, გენდერი, მართვა, საჯარო მმართველობა, შედარებითი ლიტერატურა, ბიბლიოთეკათმცოდნეობა, ფინანსები, მუზეუმთმცოდნეობა, მუსიკა, სასკოლო განათლება, კინოხელოვნება, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციალური მომსახურება, სოციოლოგია, სპორტი, ისტორია, ტურიზმი, თურქული ენა და ლიტერატურა, თურქული ფოლკლორი, თურქული ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და სოციალურ მეცნიერებათა სხვა სფეროები.
 
სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მეცნიერებს. სიმპოზიუმის ენებია: ქართული,თურქული (დიალექტების ჩათვლით), ინგლისური, რუსული.
რეფერირებადი ჟურნალის „დერგი ქარადენიზ“ საერთაშორისო სიმპოზიუმის სოციალურ მეცნიერებებში –საორგანიზაციო კომიტეტის სახელით,
პროფესორი ერდოღან ალთინქაინაქი